ბორჯომის #4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ბიოსფერო"
წესდება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ეკოკლუბის ,,ბიოსფერო“’ ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. კლუბის მიზნები და ამოცანები
ეკოკლუბი " ბიოსფერო' არის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გაერთიანება, რომელიც დაარსებულია და ფუნქციონირებს #4 საჯარო სკოლაში და რომლის მიზანია"
1. უკეთ შევისწავლოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ;
2. მოვიძიოთ ინფორმაცია ჩვენი საარსებო გარემოს სესახებ და დავსახოთ პრობლემები;
3. გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს და ფართო საზოგადოებას, რას ნიშნავს გარემო და რა მდგომარეობაშია იგი;
4. ერთად ვეძებოთ გადაჭრის გზები;
5. შევითანოთ წვლილი პრობების მოგვარებასა და სუფთა გარემოს შენარჩუნების ან მისი გაჯანსაღების საქმეში;
მუხლი 3. კლუბის ფუნქციები:
მიზნების მისაღწევათ ჩვენ:
1.გავმართავთ რეგულარულ შეკრებებს, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და ცოდნას;
2. მოვაწყობთ შეხვედრას ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან მათი ინფორმირებისა და მიმდინარე მუშაობაში ჩართვის მიზნით;
3. ვითანამშრომლებთ სხვა სკოლებში არსებულ ეკოკლუბებთან გასვლით ინფორმაციას და გავუწევთ დახმარებას საერთო მიზნების მისაღწევად;
4. მოვაწყობთ სკოლის მიმდინარე ტერიტორიის დასუფთავების აქციას;
5.შეძლებისდაგვარად მივიღებთ მონაწილეობას რაიონში მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
მუხლი 4. კლუბის წევრობა
1. ჩვენი კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ჩვენი სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს ჩვენს მიზნებს და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მათი განხორციელების საქმეში;
2. კლუბის წევრი მოვალეა შეძლებისდაგვარად მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, პატივი სცეს მის მიზნებსა და თავისი საქციელით არ მიაყენოს ზიანი კლუბის ინტერესებსა და იმიჯს;
3. კლუბის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეული იქნას კლუბის მართველ ორგანოებში;
4. კლუბის მართველი ორგანოა 5 კაცისგან შემდგარი მართველი საბჭო, რომელიც აირჩევა ორი წლის ვადით, კლუბის წევრთა საერთო კრების მიერ;
5. კლუბის საბჭო მოვალეა დაგეგმოს კლუბის მუშაობა, განსაზღვროს პრიორიტეტური საკითხები, პასუხისმგებელია ღონისძიებათა ჩატარებასა და ორგანიზებაში;
6. კლუბის მუშაობას კოორდინირებას უწევს მართველი საბჭო. სასურველია მართველი საბჭოს მიერ საბჭოს თავჯდომარის არცევა ორი წლის ვადით.
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს
ბ) კლუბი იკრიბება თვეში ორჯერ, ასევე საჭიროებისამებრ შაბათ-კვირას.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,
კლუბის კურატორი: მარინე ფერაძე
No comments:
Post a Comment