კლუბის სამუშაო გეგმა

ეკოკლუბის სტრატეგიული გეგმა
2015-2019

მისია:
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

მთავარი მიზანი:
·         ეკოკლუბის მეშვეობით სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა.
·         თემში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
ამოცანები:
·         ეკოკლუბის ფუნქციონირება სკოლის შიდა რესურსზე დაყრდნობით, თეორიული ცოდნის მიღების, პრაქტიკული და კვლევითი სამუშაოს ხელშეწყობა.
·         ეკოკლუბისთვის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება:  თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს,  კვლევების და საინფორმაციო კამპანიის ჩათვლით.
·         ამ სამ წლიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 
·         მწვანე სკოლის სტატუსის მიღება.
·         განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა, გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა.
·         ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა.   
·         თანამშრომლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტთან და ქალაქის თვითმმართველობასთან, ქალაქის და სხვა სკოლებთან, სკოლაში არსებულ სხვა კლუბებსა და თემთან, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით.

პრობლემა:
გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე მოსახლეობაში აფერხებს ქვეყნის განვითარებას. დანაგვიანებული მიდამო, თემის უცოდინრობა და შესაბამისად, მისი უმოქმედობა  მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გაუარესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.
გარკვეულწილად სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მეშვეობით ისწავლება ბუნებრივი გარემო, თუმცა გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და თითოეული მოქალაქის უფლება-მოვალეობა გარემოსთან მიმართებაში არ ისწავლება როგორც ცალკე საგანი.  შესაბამისად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების როლი შეიძლება ეკოკლუბმა აიღოს თავის თავზე.
ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვა არის ქვეყნის განვითარების გარანტია. ქვეყნის აღმშენებლობა და  სახელმწიფოს უსაფრთხოება არის მთავრობის, თემის და თითოეული მოქალაქის კოლექტიური პასუხისმგებლობა. ეს გაცნობიერება კი შეიძლება სწორედ  ეკოკლუბში მოხდეს ადრეული ასაკიდან.

რა არის ეკოკლუბი და რა როლი ექნება მას ამ პრობლემის მოგვარებაში:
ეკოკლუბი არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება სკოლაში, კლასგარეშე სამუშაოებისთვის. ეკოკლუბში შეიძლება გაერთიანდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემის წარმომადგენლები.
ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლის ეკოკლუბს  ყავს არჩეული თავჯდომარე თამარ ლიპირიდი, ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი მარინე ფერაძე. აქვს ეკოკლუბის ოთახი და საჭირო ინვენტარი: 1 მაგიდა, 1 სკამი, 1 კომპიუტერი, 1 კარადა, 1 ტუმბო და პატარა ბიბლიოთეკა.
ეკოკლუბის მთავარი ფუნქციაა:
-         დაეხმაროს მოსწავლეებს გარემოს შეცნობაში.
-         აღმოაჩინოს თავის გარემოში ეკოლოგიური პრობლემებიგამოიკვლიოს მათი მიზეზები, ეძებოს დაძლევის გზები, მიმართოს შესაბამის ორგანიზაციებს და გაავრცელოს ინფორმაცია ამის შესახებ ყველა შესაძლო გზით.
-         სკოლაში და თემში შეცვალოს დამოკიდებულება გარემოს მიმართ.
-         ხელი შეუწყოს პრინციპის „გლობალურად აზროვნება და ლოკალურად მოქმედება“ პოპულარიზებას.
-         სხვა ეკოკლუბებთან ჯგუფური მოქმედება საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
-         სხვადასხვა პროექტში, ღონისძიებასა თუ აქციაში მონაწილეობის მიღებით საკუთარი წვლილის შეტანა გარემოს დაცვაში.
ეკოკლუბის გადასაჭრელი ამოცანები მოცემული პერიოდისთვის:
-         ეკოკლუბის სასწავლო/თეორიული პროგრამის შედგენა სხვადასხვა გარემოსდაცვით თემებზე, ცოდნის მიღება- ამაღლება; შესაბამისი მასალის, მასწავლებლების და ექსპერტების მოძიება და ჩართვა.
-         ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა (პრაქტიკული სამუშაოების, კვლევების და ღონისძიებების ჩათვლით).
-         სამოქმედო გეგმის შეთანხმება ეკოკლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ყოველი წლის 30 იანვრამდე.
-         გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარება/გავრცელება (საინფორმაციო დაფის, შეხვედრების, სემინარების და სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით).
-         ეკოკლუბში ახალი წევრების მოზიდვა (უმცროს კლასელებთან მუშაობა).
-         ეკოკლუბის თავმჯდომარის და მმართველი საბჭოს  წევრების არჩევა ყოველწლიურად (იანვარი).
-         ეკოკლუბში მშობლების და თემის სხვა წევრების მოზიდვა/ჩართვა.
-         გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა, დასუფთავების და გამწვანების  აქციების მოწყობა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და თემის მონაწილეობით.
-         ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპების პოპულარიზება, მაკულატურის, პეტ-ნარჩენების და კომპოსტირების პროექტების გაგრძელება.
-         ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშეწყობა შემოდგომის ფოთლების დაწვის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მეშვეობით
-         ვიქტორინების, კონკურსების და სხვა ინტელექტუალური თამაშების ორგანიზება,  ლაშქრობა-ექსკურსიების მოწყობა რეგულარულად.
-         ყოველი წლის ბოლოს შემაჯამებელი საანგარიშო ღონისძიებების მოწყობა სკოლასა  და თემში.


ეკოკლუბის გეგმა გრაფიკი  მოცემული პერიოდისთვის:


#
საქმიანობა
დრო
რესურსები
პასუხისმგებელი პირი/ები

ეკოკლუბის ყოველწლიური, რეგულარული საქმიანობები


1.       
ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა და დამტკიცება
2015 – 2019
ყოველი წლის 30 იანვარი
თაბახის ფურცლები, კომპ. ტექნიკა, ეკოკლუბის სამუშაო ოთახი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე, სკოლის დირექტორი: ნინო გელდიაშვილი
2.       
ეკოკლუბის თავმჯდომარისა და მმართველი საბჭოს არჩევნები

2016 – 2019
ყოველი წლის იანვარი
თაბახის ფურცლები, კომპ. ტექნიკა, ეკოკლუბის სამუშაო ოთახი, ინტერნეტი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე,
3.       
ეკოკლუბის საანგარიშო ღონისძიება სკოლის საზოგადოების წინაშე
2015-2019
ყოველი წლის თებერვალი
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, პროექტორის დაფა
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე,
4.       
ეკოკლუბის საინფორმაციო დაფის განახლება
2015- 2019
პერიოდულად, მთელი წლის მანძილზე
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, პროექტორის დაფა
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე,
5.       
გარემოსდაცვითი განათლების კუთხით მიმდინარე რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში და კონკურსებში მონაწილეობა
რეგულარულად
თაბახის ფურცლები, კომპ. ტექნიკა, ეკოკლუბის სამუშაო ოთახი, ინტერნეტი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე,
6.       
მაკულატურის შეგროვება და რეალიზაცია (ჩაბარება)
2015 -  2019
წლის მანძილზე
ჩაბარება: ყოველი წლის ნოემბერი
ხელთათმანები,  კაპრონის თოკი (მაკულატურის შესაკრავად),  ტომრები
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე,
7.       
პეტ-ნარჩენების შეგროვება და რეალიზაცია

რეალიზაცია (ჩაბარება)
2015 – 2019
წლის მანძილზე
ჩაბარება: ყოველი წლის ივნისი
ხელთათმანები,  ტომრები
ეკოკლუბის მმართველი საბჭო,  მასწავლებელი:
ეკატერინე ღონღაძე
8.       
გამოყენებული ელემენტების შეგროვება
2015 – 2019
წლის მანძილზე


ეკოკლუბის მმართველი საბჭო,  მასწავლებელი:
ეკატერინე ღონღაძე
9.       
ორგანული ნარჩენების შეგროვება და კომპოსტირება

პროექტის დასაწყისი
2015 – 2019

მაისი 2015
კომპოსტერის ასაგებად ფიცრები და ლურსმნები
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე, სკოლის დირექტორი: ნინო გელდიაშვილი
10.   
კომპოსტირების შესახებ სკოლისა და მოსახლეობის ინფორმირება, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება

სექტემბერი 2015
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე
11.   
გარემოსდაცვითი დღეები აღნიშვნა
ტყის დღე (21 მარტი), დედამიწის დღე (22 აპრილი),
ბიომრავალფეროვნების დღე (22 მაისი) და სხვა

2015-2019
ყოველწლიურად
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, ხელთათმანები, ტომრები, ბარი, თოხი, ფოცხი, ცოცხი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე
12.   
ფოთლების დაწვის წინააღმდეგ მიმართული კამპანია - საინფორმაციო შეხვედრები სკოლასა და თემთან
2015-2019
ყოველი წლის
სექტემბერი-ოქტომბერი
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე
13.   
აქციაში „დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ მონაწილეობა
2015 – 2019
ყველი წლის 19-21 სექტემბერი
ტომრები, ხელთათმანები, ცოცხები, ფოცხები
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე
14.   
ეკოკლუბის წევრთა განახლება/ ახალი წევრების მოზიდვა
2015 – 2019
ყველი წლის სექტემბერი
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
მარინე ფერაძე






ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა
2015-2019 წწ


ღონისძიებები
განხორციელების ვადა
პასუხისმგებელი პირი
საჭირო მასალები
ინდიკატორი
1.        
მაკულატურის შეგროვება (სკოლაში და მოსახლეობიდან ე.წ. „კარდაკარი“) და რეალიზაცია

2015 -  2019 წწ
" კარდაკარი ": თვეში ერთხელ
ჩაბარება: ყოველი წლის ნოემბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
ხელთათმანები,  კაპრონის თოკი (მაკულატურის შესაკრავად),  ტომრები , სასწორი , მუყაოს ყუთები
ყოველ წელს 400-500 კგ მაკულატურა შეგროვებულია და ჩაბარებულია მიმღებ პუნქტში

2.        
პეტ-ნარჩენების შეგროვება (სკოლაში და მოსახლეობიდან ე.წ. „კარდაკარი“)  და რეალიზაცია

2015 -  2019 წწ
" კარდაკარი ": თვეში ერთხელ
ჩაბარება: ყოველი წლის ივნისი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
ხელთათმანები,  ტომრები
ყოველ წელს 80-120 კგ. პეტ-ნარჩენი შეგროვებულია
და ჩაბარებულია მიმღებ პუნქტში .

3.        
ორგანული ნარჩენების შეგროვება და კომპოსტის დამზადება სკოლის ეზოში
სექტემბერი, 2015 წ
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
კომპოსტერის ასაგებად ფიცრები, ლურსმნები და სხვა ხელსაწყოები
კომპოსტერი აგებულია; კომპოსტი დამზადებულია და მიღებული კომპოსტი გამოიყენება სკოლის ეზოში ყვავილებისთვის
4.        
ორგანული ნარჩენებიდან კომპოსტის დამზადების შესახებ სკოლის მოსწავლეებისა და მოსახლეობის ინფორმირება, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება

2015-2019 წწ
ყოველი წლის  სექტემბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
მოსახლეობა ინფორმირებულია და ჩართულია კომპოსტის დამზადების პროცესში
(3 შეხვედრა)
5.        
აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ მონაწილეობა
2015 – 2019
ყველი წლის სექტემბრის მესამე პარასკევი,შაბათი,კვირა
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

ტომრები, ხელთათმანები, ცოცხები, ფოცხები
შერჩეული ტერიტორია დასუფთავებულია, აქციაში მონაწილეობდა 60 მოსწავლე
6.        
ფოთლების დაწვის წინააღმდეგ მიმართული კამპანია - საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან
2015-2019
ყოველი წლის
სექტემბერი-ოქტომბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
ჩატარებულია 12 შეხვედრა, მოსახლეობა ინფორმირებულია იმ შედეგების შესახებ , რომელსაც ფოთლების წვა იწვევს
7.        
დასუფთავების აქციები " მწვანე " დღეების აღნიშვნა
  • დედამიწის დღე
  • ტყეების საერთაშორისო დღე
  • წყლის დაცვის დღე
  • გარემოს დაცვის დღე
                 
2015-2019

·         22 აპრილი
·         21 მარტი
·         22 მარტი
·         5 ივნისი

   
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

ხელთათმანები, ტომრები, ცოცხები, ფოცხები
შერჩეულიტერიტორია დასუფთავებულია, სულ მონაწილეობდა 200 მოსწავლე
8.        
ეკო- ვიქტორინა

2015-2019
ყოველი წლის თებერვალი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, წიგნები, სერთიფიკატები
მოსწავლეებს შორის ეკო-ვიქტორინა (3) ჩატარებულია, გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
9.        
ღია გაკვეთილი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან /გამოცდილების გაზიარება/ რატომ უნდა დავახარისხოთ ნარჩენები
2015-2019
ყოველი წლის  ოქტომბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი ;
ღია გაკვეთილები (9) ჩატარებულია, დაწყებითი კლასის მოსწავლეები აგროვებენ მაკულატურას და პეტ-პლასტმასს
10.     
საინფორმაციო დაფის განახლება
2015-2019
თვეში ერთხელ
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
თაბახის ფურცლები, პრინტერი
ყოველთვიურად განთავსებულია სახალისო და საინტერესო ინფორმაცია
11.     
სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენების- ელემენტების შეგროვება
დასაწყისი: 2015 წლის სექტემბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
გამჭვირვალე ყუთი ელემენტების შესაგროვებლად
ელემენტების გარკვეული რაოდენობა შეგროვებულია და უსაფრთხოდაა განთავსებული
12.     
მოსწავლეთა კონფერენცია ეკოლოგიურ თემებზე
2015-2019
ყოველი წლის  დეკემბერი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი
ჩატარდა 3 კონფერენცია თემებზე „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, „პოლიეთილენი ბუნების მტერია“ და „გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემები“
13.     
მრგავლი მაგიდის მოწყობა სხვადასხვა ეკოლოგიურ თემებთან დაკავშირებით, დისკუსია
2015-2019
ყოველი წლის  მაისი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები
მოეწყო მრგვალი მაგიდა, მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები და გაიმართა დისკუსია  სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე
14.     
ნარჩენების თემაზე ნახატების კონკურსის ორგანიზება და გამოფენა სკოლაში
2015-2019
ყოველი წლის მარტი
ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი

თეთრი და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები, საჩუქრები (წიგნები, სერთიფიკატები)
ჩატრდა გამოფენა დაწყებითი კლასების მონაწილეობით, გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით
15.     
ეკოკლუბის საანგარიშო ღონისძიება
2015-2019ეკოკლუბის თავმჯდომარე, წევრები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი
ყოველი წლის თებერვალი
ეკოკლუბის მმართველი საბჭო, მასწავლებელი:
ეკატერინე ღონღაძე
თაბახისა და ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერები,  პროექტორი
მომზადდა ანგარიში და წარედგინა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს. ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალი წევრების დამატებას ეკოკლუბში


საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსი:
შიდა რესურსი 
ეკოკლუბელების, ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის, სხვადასხვა საგნების მასწავლებლების  ცოდნა და გამოცდილება.
ეკოკლუბის ოთახი თავისი ინვენტარით, სპეციალურად ეკოკლუბის მინი-პროექტების ხელშეწყობისათის სკოლის მიერ გამოყოფილი ოთახი, რომელშიც ხდება მაკულატურისა და პეტ-ნარჩენების დახარისხება და დასაწყობება.
შეგროვილი ნარჩენების ჩაბარებით მიღებული თანხა
გარე რესურსი
მეგობარი ექსპერტები სხვადასხვა ორგანიზაციიდან. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების დანერგვაზე მუშაობენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.  
დაფინანსების მოძიება

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანa.


No comments:

Post a Comment