კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა
კლუბის სახელწოდება : ,,ბიოსფერო“
კლუბის ემბლემა:
ბორჯომის # 4საჯარო სკოლაში 2012 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება ეკოკლუბის "ბიოსფერო" საქმიანობა. კლუბში გაწევრიანებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. კლუბი მუშაობს თვეში ორჯერ.
კლუბის შექმნა განაპირობა ბევრმა პრობლემამ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობაში დაბალი თვითშეგნება ბუნების მოვლასთან დაკავშირებით. ბორჯომში დაბინძურებულია სკვერები, ქუჩები, მდინარის ნაპირები. გაჩეხილია ხე-ტყე. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი კლუბი ჩაატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, მოვაწყობთ აქციებს ქუჩების დასასუფთავებლად, ასევე მდინარის ნაპირების დასასუფთავებლადაც. დავამზადებთ ბუკლეტებს და პლაკატებს გამაფრთხილებელი მოწოდებებით და მივამაგრებთ ხეებზე. გვექნება ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან, გავესაუბრებით მათ ბორჯომის ბუნების დაცვის შესახებ და გაუზიარებით ჩვენს მიზნებს.
ჩვენს კლუბს ამის გაკეთება იმიტომ სურს, რომ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, ვიყოთ ჯანმრთელები, არ გაქრეს ჩვენი უნიკალური სამკურნალო წყალი ბორჯომი. გადავარჩინოთ ბუნება და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. შევაგნებინოთ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, იფიქრონ მომავალ თაობაზე და შეუქმნან მათ ჯანსაღი გარემო.
კლუბის კურატორი მასწავლებელი: მარინე ფერაძე